მიმდინარე წელს მობილურ რეკლამაში, აპლიკაციაში განთავსებულ რეკლამაზე დანახარჯებმა 45,3 მილიარდ დოლარს შეადგინა.
eMarketer-ის კვლევის მონაცემებით, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 11 მილიარდი დოლარი იყო. ამავე კვლევის თანახმად, ონლაინ მომხმარებლები საკუთრი დროის 87%-ს აპლიკაციებს უთმობენ. შესაბამისად, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რეკლამისდამკვეთებმა უფრო მეტად გაზარდეს დანახარჯები აპლიკაციაში განთავსებულ რეკლამებზე.
„მარკეტერები სწორედ იქითკენ მიმართავენ, სადაც მათი მომხმარებელი ყველაზე მეტ დროს ატარებს“, - აღნიშნავს eMarketer-ის ვიცე პრეზიდენტი მარტინ უტრერასი.
ამასთან ერთად, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ დანახარჯების 60% ინტერნეტ-გიგანტებზე - „გუგლსა“ და „ფეისბუქზე“ მოდის.