2018 წლის ბიუჯეტი კვლავ რჩება ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმის მხარდამჭერ დოკუმენტად , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძირითადი იქნება ის მიმართულებები, რომელიც არის 4- პუნქტიან გეგმაში - ინფრასტრუქტურა, განათლება, ღია მმართველობა და ეკონომიკური მიმართულებები.
”ყველა ამ მიმართულებით იზრდება ბიუჯეტი, ყველაზე დიდი ზრდა რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს განათლების სამინისტროს მიმართულებით, რა თქმა უნდა, არ არის გამორჩენილი სოციალური უზრუნველყოფა და დაცვა. ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.