იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეზე საბნის შალითა აჩუქა.
7 ოქტომბერს პუტინს 65 წელი შეუსრულდა.
საბნის შალითაზე თავად პუტინი და ბერლუსკონი არიან გამოსახული, რომლებიც ერთმანეთს ხელს კრემლის, კოლიზეუმისა და რუსეთის დროშის ფონზე ართმევენ.
ლოგინის თეთრეულის ბრენდ Lenzuolissimi-ს ხელმძღვანელის მიკელე კასკავილას თქმით, საბნის შალითის დასამზადებლად 6 საათი დასჭირდათ. „ფაბრიკის ოსტატებმა მანქანური ბეჭდვა გამოიყენეს, თუმცა საჩუქრის შეფუთვა ხელით იყო დამზადებული“, - განაცხადა კასკავილამ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბერლუსკონი სოჭში ჩაფრინდა და პუტინს საბნის შალითა პირადად გადასცა.