დედაქალაქის მერიაში, რაიონულმა გამგეობებში, ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურში ტენდერების გზით გაფორმებული 3 711 ხელშეკრულებიდან 1 333-ს ანუ 36%-ს მხოლოდ ერთი მონაწილე ჰყავდა.
ამის შესახებ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევა 2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ერთმონაწილიანი ტენდერებიდან, 41 შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულებამ ტენდერის სავარაუდო ღირებულებას გადააჭარბა. ამ მხრივ ყველაზე მეტად ისნის რაიონის გამგეობა გამოირჩევა:
ისნის გამგეობა - სავარაუდო ღირებულება 44,017, საბოლოო - 51, 940 (შესყიდვის კატეგორია - ავეჯი); შემსრულებელი - შპს აჩისარი
ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 47,960; საბოლოო - 56, 592 (შესყიდვის კატეგორია - ავეჯი); შემსრულებელი - შპს აჩისარი
ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 65,955; საბოლოო - 77,080 (შესყიდვის კატეგორია - სხვადასხვა საკვები პროდუქტი); შემსრულებელი - ჯი აი სი ჯორჯია
ისნის გამგეობა - საწყისი ღირებულება 46,070; საბოლოო - 53,148 (შესყიდვის კატეგორია - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები); შემსრულებელი - ჯეო პარკი.