ექსკლუზიური შეთავაზება დეველოპერებს

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონის წესით საპრივატიზებოდ მოამზადა თბილისში, მინდელის ქ. N11-ში მდებარე 10 688 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აღნიშნული ფართი მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში, კერძოდ - ვაჟა-ფშაველას გამზირის პარალელურად, ნუცუბიძის ქუჩის შემდეგ. აღნიშნული ფართის მიმდებარედ განთავსებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, სხვადასხვა ორგანიზაცია და სავაჭრო ობიექტი. საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასია 3 730 000 ლარი, ბიჯი შეადგენს - 10 000 ლარს.

მინდელის ქ. #11-ზე მდებარე ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ სააგენტოს გაყიდვების სამსახურს ტელეფონზე (+995) 599 850707. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს თბილისში (მისამართი: თბილისის იუსტიციის სახლი, სანაპიროს ქ. 2) და შემოიტანოთ განაცხადი. ამის შემდგომ, აღნიშნული ქონება გატანილ იქნება ელექტრონულ აუქციონზე. უკვე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება კი შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.eauction.ge. საიტზე დარეგისტრირება უფასოა.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და მზად არის განიხილოს თქვენი დაინტერესება და წინადადებები საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, სააგენტო დამატებით შემოგთავაზებთ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და გაგაცნობთ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებით. ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სატელეფონო მომსახურების ცენტრს: (+995) 32 299 99 11 (1). ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.