ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია იგეგმება. ტენდერი 29 სექტემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება 20 ოქტომბერს იწყება და 23 ოქტომბერს სრულდება. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 910 532 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2018 წელსაც გაგრძელდება.
„2017 წლისთვის 400 000 ლარის ფარგლებში მოხდება არხის სადემონტაჟო სამუშაოები და ახალი რეკონსტრუირებული არხის მშენებლობა, პანდუსების მოწყობა-მოპირკეთება, არხის დახურული უბნების (სახიდე გადასასვლელები) მოწყობა, პანდუსებზე და გადასასვლელებზე მოაჯირების მოწყობა, არხის თავზე ბუნებრივი გრანიტის ბორდიურების მოწყობა, სარწყავი სისტემების მონტაჟი, წყალსაწრეტი ცხაურებისა და მილების მონტაჟი, დეკორატიული ქოთნების მოწყობაა დაგეგმილი. დარჩენილი სამუშაოები 2018 წლის იანვრიდან უნდა გაგრძელდეს და მცენარეთა დარგვა და მოვლა-პატრონობა 2018 წლის ადრე გაზაფხულისთვის თებერვალსა და მარტში უნდა განხორციელდეს,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.