თბილისში აღმოჩენილი მწერი აზიური ფაროსანაა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შემოწმება თბილისსა და მის შემოგარენში არსებულ ყველა პარკში ჩატარდება.
ამასთან, როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, ვაკის პარკი შეიწამლება.
"ერთ კონკრეტულ ადგილასაა იქ მოდებული, რადგან ამ მწერს ჯგუფური თანაცხოვრება ახასიათებს", - განაცხადა ლიპარტიამ.
მისივე თქმით, ხაფანგები განთავსდება ყველა სხვა პარკში, ასევე თბილისის შემოგარენში მდებარე ტყე-პარკებში.