ქართლის ქარის ელექტროსადგურმა ჩართვის დღიდან სექტემბრის ბოლო მონაცემებით 80 000 000 კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში სადგურის მიერ ქარის ენერგიის რესურსის ათვისება 53%-ს უტოლდება, რაც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი დიდი მაჩვენებელია.
სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ კი 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ EMEA Finance -მა (Europe, Middle East and Africa Finance) ქართლის ქარის ელექტროსადგური ფინანსური და ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე 2016 წლის განახლებადი ენერგიის პროექტების საუკეთესო გარიგებად დაასახელა.