შიდა ტურიზმის ფარგლებში, 2017 წელს, ყველაზე მეტი ვიზიტის მიზანი ნათესავებისა და ახლობლების მონახულება იყო. ამ მიზეზით ქვეყნის შიგნით, ორი კვარტლის მონაცემებით, 1 047 500 ვიზიტი განხორციელდა.
მეორე ადგილს, ვიზიტების დანიშნულებაში, მკურნალობა/გაჯანსაღება იკავებს. ამ მიზნით ადამიანები ქვეყნის შიგნით 253 400-ჯერ გადაადგილდნენ. 249 400 ვიზიტის მიზანს კი შოპინგი წარმოადგენდა.
დასასვენებლად ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება 143 300-ჯერ გადაწყვიტეს. იმისათვის, რომ მეორე სახლში, ანუ აგარაკზე წასულიყვნენ, 2017 წელს, ადამიანებმა 133 900 ვიზიტი განახორციელეს.
99 500 ვიზიტის მიზანი პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა იყო. 51 700-ის - რელიგია და მომლოცველობა. 10 900-ჯერ კი ქვეყნის შიგნით მოქალაქეებმა განათლების მისაღებად იმოგზაურეს.