ინტერნეტში შესვლა ყავის ჭიქით იქნება შესაძლებელი

შესაძლებელი იქნება ყავის ტემპერატურის გაგება და იმის შეფასება სასმელი რამდენად ცხელია ან ცივი

ფინეთში გამოვა ყავის ჭიქები, რომელიც მფლობელს ინტერნეტში შესვლის საშუალებას მისცემს. ჭიქის პატრონი ჭიქის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ სმარტფონთან იქნება დაკავშირებული ინტერნეტში შევა.

სასიამოვნო გაჯეტი ფინეთის მსხვილმა ყავის კომპანიამ შეიმუშავა. როგორც ჭიქის შემქმნელები აცხადებენ, ნივთში ჩამონტაჟებულია ეკრანი და Bluetooth-ის მოდული, რომლის საშუალებითაც მოწყობილობა სმარტფონს უკავშირდება.

ეკრანი რეაგირებას ჭიქაში ცხელი წყლის ჩასხმის შემდეგ მოახდენს -ცხელი სითხისგან მიღებული ენერგიის წყალობით, მონიტორი ჩაირთვება. ჭიქის პატრონს Bluetooth-ი  ეკრანზე ნებისმიერი ხასიათის გამოსახულების განთავსების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც კი სმარტფონი Bluetooth-ისგან სიგნალს მიიღებს, ინტერნეტთან დაკავშირება მოხდება. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ყავის ტემპერატურის გაგება და იმის შეფასება, სასმელი რამდენად ცხელია ან ცივი.

შემქმნელები ჯერჯერობით ჭიქის გამოყენების დამატებით ინსტრუქციას არ ასაჯაროებენ. არ არის გამორიცხული, რომ ახალ გაჯეტს ფუნქციები დაემატოს. ჭიქა გაყიდვაში 2015 წელს გამოჩნდება.

ცნობილია, რომ ფინელები ყავის მოხმარებით მსოფლიოში პირველ პოზიციაზე არიან. მსოფლიოში ერთი ადამიანის მიერ, წელიწადში მოხმარებული ყავის  საშუალო მაჩვენებელი 5 კგ-ა, ფინეთში კი ეს რიცხვი 12 კგ-ს აჭარბებს.