საქართველოს მასშტაბით ტყის მასივებსა და პარკებში ივლის-აგვისტოში 94 ხანძარი დაფიქსირდა

2017 წლის ივლისსა და აგვისტოში ტყის მასივებსა და ტყე-პარკებში 94 ხანძარი დაფიქსირდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ დათვლილი მონაცემებით, ივლისში საქართველოს მასტაბით 12 ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1-ელი აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით, ტყის მასივებსა და ტყე-პარკებში ხანძრების 82 შემთხვევა.

რაც შეეხება ხანძრების ლოკალიზების სამუშაოებზე გაწეულ ხარჯებს, უწყება მაჩვენებლებს ამ ეტაპზე ითვლის.