შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან საქართველოს 2 910 387 მოქალაქე გავიდა, 2 860 942 კი შემოვიდა.
შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს. მონაცემები იანვრიდან-სექტემბრამდე პერიოდს ასახავს.
შესაბამისად, ამ მონაცემების მიხედვით, ქვეყნიდან გასულ მოქალაქეთა რაოდენობა 49 445-ით აღემატება ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობას.
ამავე სტატისტის თანახმად, 2016 წელთან შედარებით ქვეყნიდან გასული მოქალაქეთა რაოდენობა 13,1%-ით არის გაზრდილი, ხოლო შემოსულების - 12.7%-ით. გასული წლის განმავლობაში, ქვეყნიდან გავიდა საქართველოს 2 573 484 მოქალაქე, ხოლო შემოვიდა 2 538 814.