4 ადამიანი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გატაცებას გეგმავდა

პირი, რომლის გატაცებასაც შსს-ს მიერ დაკავებული 4 ადამიანი გეგმავდა, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორია.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, 4 ადამიანი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორს გია გორგოშაძეს სახლთან უნდა დახვედროდა და ავტომანქანით ერთ-ერთ ბინაში უნდა წაეყვანათ, რომელიც დაკავებულებს გორგოშაძის სახლთან ახლოს ჰქონდათ ნაქირავები.

სამართალდამცველებმა გორგოშაძის გატაცების მცდელობა, დანაშაულის ჩადენის პროცესში აღკვეთეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გამოძალვას გეგმავდნენ ბოროტმოქმედები.