2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7567.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1%-ით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, აქედან ექსპორტი 1940.3 მლნ აშშ დოლარი იყო (28.3%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 5627.2 მლნ აშშ დოლარი (7.4%-ით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 3686.9 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.7% შეადგინა.