მეტროსადგური "უნივერსიტეტი" 16 ოქტომბერს გაიხსნება.
როგორც Allnews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ახალი მეტროსადგური პირველ მგზავრებს ორშაბათს დღის მეორე ნახევრიდან მიიღებს.
მეტროსადგურის მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროსადგურ "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ.
ახალი მეტროსადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა.