მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი ლამაზი, ორიგინალური და ძვირადღირებული სახლია, რომლებიც არაჩვეულებრივი არქიტექტურით გამოირჩევიან.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლების შესახებ ვებ-გვერდი topexpensive წერს.
Antilia (1 მილიარდი დოლარი)
ინდოეთში მდებარე 27 სართულიან ცათამბჯენს სახელი Antilia მითიური კუნძულის გამო დაერქვა. შენობას აქვს 6 მიწისქვეშა სართული ავტოპარკინგისთვის, ვერტმფრენის 3 დასაჯდომი მოედანი.Villa Leopolda — (750 მილიონი დოლარი)
ვილებისა და ბაღების კომპლექსი საფრანგეთში მდებარეობს. ეს წყალგამძლე ქონება ოდესღაც ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს ეკუთვნოდა.Rutland Gate Mansion — (436 მილიონი დოლარი)
ლონდონში მდებარე შენობა მოიცავს 45 საძინებელს, დიდ საცურაო აუზს, მიწისქვეშა ავტოპარკინგს.Kensington Palace Gardens — 222 მილიონი დოლარი
შენობა, შედგება - 12 საძინებლის, თურქული სააბაზანოების, 20 მანქანაზე გათვლილი პარკინგის, ჩოგბურთის მოედნის და მუზეუმისგან.Ellison Estate — 200 მილიონი დოლარი
იაპონიის სტილის სახლი 23 ცალკე აშენებული შენობისგან შედგება.Manalapan Megamansion — 195 მილიონი დოლარი
შენობა მოიცავს 33 საძინებელს; 47 სააბაზანოს, ჩოგბურთისა და გოლფის მოედანს, ბოტანიკურ ბაღს 1 500-ზე მეტი სახეობის ტროპიკული ხითა და მცენარეებით.Briar Patch — 140 მილიონი დოლარი
სახლი მოიცავს: 6 საძინებელს, ოთხ ბუხარს; ფრანგულ კარს; ასევე 4 საძინებლიან შენობას სტუმრებისთვის; ტყეებს; აუზს, ჩოგბურთის მოედანს და ა.შ.Il Palmetto — 137 მილიონი დოლარი
სახლი ფლორიდაში მდებარეობს და 10 საძინებლისგან, 2 ლიფტისგან; სასადილო და მისაღები ოთახებისგან შედგება.Former Danny Thomas Estate: 135 მილიონი დოლარი
სასახლე გამორჩეულია ოქროთი მოჭედილი და მოხატული ჭერით, ასევე 2.5 მილიონი დოლარის ღირებულების ჭაღებითა და ხალიჩებით; ამასთან, შენობა შედგება - 7 საძინებელი ოთახისა და 10 სააბაზანოსგან; აუზისგან, მისი ფანჯრებიდან იშლება ლოს-ანჯელესის 360 გრადუსიანი ხედი.Rancho San Carlos — 125 მილიონი დოლარი
სახლი კალიფორნიაში მდებარეობს და მოიცავს 10 კოტეჯს, ციტრუსისა და ავოკადოს ბაღებს, საჯინიბოებს და ა.შ.იხილეთ ფოტოგალერეა