საფრანგეთის სამხრეთით მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც 410 მილიონ დოლარად იყიდება, გაყიდვის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იქნება.
410 მილიონ დოლარად შეფასებული სახლი ქალაქ ნიცას მახლობლად 1830 წელს აშენდა. Villa Les Cèdre 14 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს, სადაც 14 000 სხვადასხვა სახეობის მცენარეა გაშენებული, აქვეა ხელოვნური ტბა, ათენას ბრინჯაოს ქანდაკება და 300-წლიანი ზეთისხილის ხეები.
Bloomberg-ის ინფორმაციით, თავად სახლის მოცულობა 1670 კვადრატული მეტრია. სახლის გვერდით ისეთი ცნობილი ადამიანების ვილებია განთავსებული, როგორებიცაა Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი და ცნობილი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი.
1850 წელს სახლი ქალაქ ვილაფრანჩ-მერის მერმა შეიძინა. თავის დროზე ეს სახლი ბელგიის მეფის ლეოპოლდ მერის დასასვენებელი სახლი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი სახლი მამიერ-ლაპოსტილის ოჯახმა შეიძინა, რომელიც ცნობილი Grand Marnier Liquer-ის მფლობელები არიან. 2016 წელს იტალიურმა კომპანიამ Davide Campari-Milano SpA-მ კი Grand Marnier-ის მფლობელი კომპანია შეიძინა და შესაბამისად, სახლის ახალი მფლობელი აღმოჩნდა.
აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული სახლის წოდება აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარე სახლს ეკუთვნის, რომელიც 250 მილიონ დოლარად გაიყიდა.
კოკა კვირკველია