„ლიბერთი ბანკს" აქციათა საკონტროლო პაკეტის წილის მფლობელები შეეცვალა.
აღნიშნული განცხადება "ლიბერთი ბანკის" ვებ-გვერდზე განთავსდა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (შემდგომში EFG) შეიძინა.
ამ გარიგების შედეგად ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები გახდნენ - ირაკლი რუხაძე (აშშ-ის მოქალაქე), ბენ მარსონი (გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე) და იგორ ალექსეევი (აშშ-ის მოქალაქე).
"ეს გარიგება ბანკის სტრატეგიული განვითარებისა და მომავალი ზრდისთვის პოზიტიური შედეგის მომტანია, რადგან EFG-ის მფლობელები არიან წარმატებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში დიდი ოდენობის აქტივებს ფლობენ და მართავენ; მათ გააჩნიათ საქართველოს ბიზნეს სექტორის და განსაკუთრებით საბანკო სექტორის სიღრმისეული ცოდნა. ბანკის მენეჯმენტი ელოდება ბანკის ზრდის და განვითარების გაგრძელებას ახალ აქციონერებთან ერთად საკუთარი კლიენტებისა და საქართველოს საბანკო სექტორის უკეთესად მომსახურებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.