საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ მეხანძრე-მაშველების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს.
თალაკვაძემ განცხადება ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას გააკეთა.
რაც შეეხება სამაშველო ტექნიკას, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ და შსს-მ უნდა მიიღონ.
“შს სამინისტრომ და მეხანძრე-მაშველებმა ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს და დაამტკიცეს, რომ ნამდვილად შეუხლიათ დადგნენ ქვეყნის და მოსახლეობის უსაფრთოების სადარაჯოზე. ამიტომ ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვის გაუმჯობესება, რასაც სჭირდება დამატებითი დაფინანსება. ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა მოხდეს მეხანძრე-მაშველებისთვის ანაზღურების ზრდა იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც საბიუჯეტო რესურსებს აქვს", - განაცხადა თალაკვაძემ.