ხვალ, „ქორთიარდ მერიოტში“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მსოფლიო სურსათის დღე“-ს აღნიშნავენ.
„მსოფლიო სურსათის დღე“ წელს 150-ზე მეტ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება. ღონისძიებას ყოველწლიურად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობენ. წელს მისი დევიზია: „მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებისა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზით“.
ღონისძიების მთავარი თემაა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთში, FAO-ს განხორციელებული პროექტები, რომლის ფარგლებში 60-ზე მეტ რაჭველს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. ასევე, FAO-ს „დევნილთა ეკონომიკური გაძლიერების“ პროგრამა, რომელსაც FAO რვა წელია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და უკვე 4000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
გაიმართება მოკლე ფილმის ჩვენება და ფოტოგამოფენაც.
ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში, მამუკა მესხი, გაეროს რეზიდენტ კოორდინატორი, ნილს სკოტი, ავსტრიის ელჩი, არად ბენკომი და იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე გახსნიან.