2016 წლის განმავლობაში ავტობუსების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 121,14 მილიონი შეადგინა, რაც მეტროს საშუალებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაზე 15,71 მილიონით მეტია.
კერძოდ, მეტრომ გასულ წელს 105,43 მილიონი მგზავრი გადაიყვანა; „რიყე-ნარიყალასა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის“ საბაგიროს მიერ გადაყვანილ მგზავრთა რიცხვმა 1.48 მილიონი შეადგინა, ხოლო სამივე საშუალებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა 2016 წელს ჯამში 228,05 მილიონი კაცი იყო.
თუ 2016 წლის მგზავრთა გადაყვანის დინამიკას 2015 წლის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ავტობუსების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რიცხვი გასულ წელს შემცირდა; ხოლო მეტროთი გადაყვანილთა რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, 2015 წელს ავტობუსებმა 121,76 მილიონი; მეტრომ კი 102,88 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.