"პალიტრა მედიის“ ორგანიზებით, ვორკშოპი თემაზე „ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები“ გაიმართება.
ღონისძიებას „სილიკონ ველი თბილისის“ სამუშაო სივრცე დღეს უმასპინძლებს.
ვორკშოპზე "ციფრული რეკლამირების ინოვაციური მეთოდები" საუბარი იქნება თანამედროვე სამყაროს განვითარების ტემპსა და სისწრაფეზე, ასევე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიქმნა ინოვაციური ხერხები და მეთოდები, რომლებსაც მსოფლიოს წარმატებული კომპანიები იყენებენ.
პრეზენტაციაზე მიწვეულ სპიკერებად წარდგებიან სარეკლამო სფეროს წარმატებული წარმომადგენლები: საერთაშორისო ორგანიზაცია Gemius-ის გაყიდვების დირექტორი მიშელ ვლოდარციკი, კომპანია Adline-ის ინტერნეტ გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი კალანდაძე, ლევან ტაბატაძე - ვებ დიზაინერი და „პალიტრა მედიის“ კონტენტ მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო ტურაშვილი.
თითოეულ სპიკერი პრეზენტაციით დამსწრე საზოგადოების წინაშე 15 წუთის განმავლობაში წარდგება.
ვორქშოპს 100-მდე მიწვეული სტუმარი, სხვადასხვა კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები და სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.