2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები

„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი რეიტინგში ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულიგნმა დაიკავა, რომლის შემოსავალმაც 2017 წელს 95 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი ფინანსური წარმატება როულინგს ფილმ Fantastic Beasts and Where to Find Them-ის გამოსვლამ მოუტანა.

მეორე ადგილი მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ (93 მილიონი დოლარი), მესამე კი - ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay (88 მილიონი დოლარი) დაიკავა.

ხუთეულში ასევე მოხვდნენ მომღერალი Adele (69 მილიონი დოლარი) და შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (64 მილიონი დოლარი).

პირველი ათეულის დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა:

6. მუსიკოსი ელტონ ჯონი (60 მილიონი დოლარი);

7. შეფ-მზარეული გორდონ რამსი (60 მილიონი დოლარი);

8. მუსიკოსი პოლ მაკკარტნი (54 მილიონი დოლარი);

9. გოლფისტი რორი მაკილროი (50 მილიონი დოლარი);

10. მუსიკოსი კელვინ ჰარისი.