შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, სიმბოლურ კაფსულას საძირკველში დღეს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩადებს.
ცერემონიას რეგიონული განვიათრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე მაია ზავრაშვილი, "ჯორჯიან მანგანეზის" დამფუძნებლები, "ჯორჯიან ემერიქან ელოიზის" ხელმძღვანელი პირები, გერმანული კომპანია "ოლ მინერალის", ასევე საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.