მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში, გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 257 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, 257-დან 225 პროექტით გათვალისიწნებული სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 32 პროექტი კი წლის ბოლომდე დასრულდება.
„ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით, საცხოვრებელ კორპუსებში, ძირითადად, შემდეგი სახის სამუშაოები მიმდინარეობს: წყალ-კანალიზაციის შიდა ქსელის შეცვლა; სადარბაზოების შიდა რემონტი; ბრტყელი და ქანობიანი სახურავების გამოცვლა; შენობის კაპიტალური გამაგრება; კაპიტალური გამაგრების პროექტის შედგენის მომსახურება; ლიფტების რეაბილიტაცია; წყალსაწრეტი მილების შეცვლა; მეტალის კარების მონტაჟი; კიბეების რეაბილიტაცია.
კორპუსების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად შესრულებული სამუშაოებისთვის 2017 წლის იანვრიდან დღემდე ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 392 627 ლარი გამოიყო“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.