რუსები ინსტაგრამისთვის ფოტოების გადასაღებად თვითმფრინავებს ერთი საათით ქირაობენ

როგორც ცნობილია, ინსტაგრამის ვარსკვლავების უმეტესობას აქვთ თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები. ახლა კი ჩვეულებრივ ადამიანებსაც აქვთ საშუალება „ფეიკი“ ფოტოები გადაიღონ და წარმოაჩინონ თავი ნამდვილ “სელებრითებად”. ყოველ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა რუსებს ნამდვილად აქვთ.

მოსკოვში მოქმედი Private Jet Studio მოხმარებელს სთავაზობს თვითმფრინავის 2 საათით ქირაობას 14 ათას რუბლად (245 დოლარად), რომელშიც შედის პერსონალური ფოტოგრაფის მომსახურებაც, მის გარეშე კი ფასი კიდევ უფრო დაბალია და მხოლოდ 11 ათასი რუბლია (191 დოლარი). თუ ვიდეოს გადაღება გსურთ, ეს დამატებითი მომსახურება 25 ათასი რუბლი (434 დოლარი) ღირს. გარდა ამისა, შეგიძლიათ პერსონალური სტილისტის მომსახურების შეძენაც, ასევე დამატებითი საფასურის გადახდით. მეტი მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ შუშხუნა ღვინითაც გაილამაზოთ კადრი ან საერთოდაც თქვენი საყვარელი ძაღლი აიყვანოთ ბორტზე და ისიც აპოზიოროთ.

გადაღებისას იქმნება ეფექტი, თითქოს თქვენ მიფრინავთ, თუმცა სინამდვილეში ეს თვითმფრინავი მიწაზეა. „ჯეტ-გადაღებების“ იდეის ერთ-ერთი ინსპირატორი ცნობილი ინსტაგრამ-ვარსკვლავი, ჯანლუკა ვაჩია, რომლის თვითმფრინავში გადაღებულმა ფოტომ 200 ათასი ლაიქი მოაგროვა.

კოკა კვირკველია