გერმანულმა პრემიუმ ავტომწარმოებელმა კომპანიამ, Mercedes-Benz-მა მდიდრული ავტომობილების გაყიდვებში საკუთარი უპირატესობა მის უშუალო კონკურენტებზე კიდევ უფრო გაზარდა. ეს კი პირველ რიგში გამოწვეულია კომპანიის ქროსოვერების განახლებული ხაზითა და ახალი თაობის E-class-ის პოპულარობით.
Mercedes-ის მარკის ავტომობილების გაყიდვები მიმდინარე წელს, წინა წელთან შედარებით 12 პროცენტით არის გაზრდილი და 1,72 მილიონი ავტომობილი შეადგინა (ამ მონაცემებში არ შედის მერსედესის სატვირთო და კომერციული დანიშნულების ავტომობილების მონაცემები), მაშინ როდესაც მისი ბავარიელი კონკურენტის, BMW-ს ზრდა მხოლოდ 3,9%-ია 1,54 მილიონი რეალიზებული ავტომობილით, ხოლო „აუდის“ გაყიდვები 2%-ით შემცირდა კიდევ და 1,38 მილიონი ავტომობილი შეადგინა.
ცნობისათვის Mercedes-მა პრემიუმ სეგმენტში პირველობა, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, გასულ წელს დაიბრუნდა, რაც უპირველეს ყოვლისა, მისმა აგრესიულმა რებრენდინგმა და მოდელების წარმატებულმა ცვლილებამ გამოიწვია.
კოკა კვირკველია