რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მილკო ფუდი" შესაძლოა გაიყიდოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორთან მიმდინარეობს, რომელიც ამ თემით ძალიან დაინტერესებულია.
მათი ცნობით, მოლაპარაკებები საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს და გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ახლო მომავალში გახდება ცნობილი. თუმცა, ამ ეტაპზე კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა მიზეზით იგეგმება გასხვისება.
კომპანია თავდაპირველად 2004 წელს "ეკო ფუდის" სახელით დაფუძნდა, დღეს კი „მილკო ფუდი“ 60 დასახელების პროდუქტს აწარმოებს და რძის პროდუქტების ბაზრის 35%-ს იკავებს.