2016 წლის მდგომარეობით, დედაქალაქის მერიაში შრომის ანაზღაურებაზე 16,2 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. ამის შესახებ, ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (idfi) კვლევაშია მოცემული.
მათივე ცნობით, 2016 წელს მერიაში პრემია-დანამატებზე ჯამში 6.1 მილიონ ლარზე მეტია გაცემული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მერიაში (ადმინისტრაციასა და საქალაქო სამსახურებში) ჯამში 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული.