ბიზნესმენმა ოქროს ზოდები ”შვა”

როგორც გაირკვა, 63 წლის ბიზნესმენს, კონტრაბანდის სახით, ოქროს ზოდები ინდოეთში გადაჰქონდა.

ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენმა ექიმებს მუცლის ტკივილის ჩივილით მიმართა. ექიმებმა მას რენტგენი გადაუღეს და მას შემდეგ, რაც მუცელში უცხო სხეულები შენიშნეს, ოპერაციის გაკეთება დაიწყეს.

მედიკოსებმა 63 წლის ბიზნესმენს მუცლიდან 13 ოქროს ზოდი ამოუღეს და რა თქმა უნდა, მაშინვე პოლიცია გამოიძახეს.

თითოეული ზოდის წონა 400 გრამი გახლდათ.

bpn

bpn