პოპულარულმა გამოცემამ www.topspeed.com-მა საკმაოდ საინტერესო რუკა შექმნა, რომელიც გამოსახავს ყველაზე მოთხოვნადი, გუგლში ხშირად მოძიებული მანქანების ბრენდებს მსოფლიო მასშტაბით. ეს კონკრეტული მონაცემები მოპოვებულ იქნა გუგლიდან 2014 წლის აპრილიდან 2015 მარტამდე. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ შეესაბამება ეს მონაცემები 2014 წლის გუგლის ტრენდ რეპორტს, რომლის მიხედვითაც ყველაზე მოთხოვნადი მანქანების სიის სათავეში ფორდია მოქცეული და არა ტოიოტა.
გარდა ამისა, ამ მონაცემებით ვიგებთ, რომ ჩინელები აშკარად შეპყრობილნი არიან ტესლათი, ხოლო იაპონელები გიჟდებიან ბეემვეზე. თუმცა, ზოგადად, მონაცემების მიხედვით, ტოიოტა ლიდერობს. www.topspeed.com- ის მიხედვით, ყველაზე ხშირად მოძიებული ყველაზე მეტად გაყიდვადს არ გულისხმობს.
ტოიოტას მიმართ ინტერესი, მოძიების სიხშირის თვალსაზრისით, ძირითადად აფრიკაში ვრცელდება, რასაც topspeed-ი, ამ ბრენდის ფასის ხელმისაწვდომობას მიაწერს. მერსედესმა კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთით დაიმკვიდრას სახელი, სადაც ბმვ-ს ფანების წილიც ფრიად აღსანიშნავია.