საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქსელის გაუმჯობესების მიზნით, 23 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხრანის, თიანეთის, გუდამაყრის, ტიბაანის, დავით გარეჯელის და ხორნაბუჯის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, ჭიაურელის, ლუბლიანას, ჭოხონელიძის და ონიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.