ძირულა-ხარაგაულის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ხარაგაულში, სოფელ ლაშის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის თამარ ჯაფარიძის ინფორმაციით, არჩევნების დღეს, 21 ოქტომბერს, ავტომობილებს სოფელ ლაშის გზაზე გადაადგილება შეეძლებათ.
სოფელ ლაშის საავტომობილო გზა მდინარე ჩხერიმელამ 16 ოქტომბერს წაიღო.