„თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
”ბიზნესპრესნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება: გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით; კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა); თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი); გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე; მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე; ბაქოს ქუჩაზე; ზაარბრიუკენის მოედანზე; მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის სახლიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
შესაბამისად, დროებით იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები: ვაკისა და საბურთალოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას გმირთა მოედანზე დაასრულებს;
ავტობუსები: N31 და N37 გმირთა მოედნიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მეშვეობით მ. „ავლაბართან“ გაივლიან. შემდეგ, N37 ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით მოძრაობას აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს, ხოლო - N31 ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩაზე ჩაუხვევს და 300 არაგველის ხიდით კრწანისის მოედანსა და გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება;
საზოგადოებრივი ტრანსპორტის კატეგორია, რომელიც ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობდა, კრწანისის მოედნიდან 300 არაგველის ხიდით იალბუზისა და წინანდლის ქუჩებზე გაივლის, შემდეგ მოძრაობას განაგრძობს ქეთევან დედოფლის გამზირზე, საიდანაც ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდება;
ცოტნე დადიანის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი მარშრუტები გაივლიან გიორგი ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ივანე ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს, საიდანაც ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან;
ავლაბრიდან მ. „დიდუბისკენ“ გადაადგილებისთვის ძირითადად გამოყენებული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპირო და გიორგი ცაბაძისა და გენერალ კვინიტაძის ქუჩები.
ავტობუსების მარშრუტების დროებითი სქემების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 272 22 22. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.