ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 45.65% შეადგინა.რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა 789 652 ქალმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა 50.28%-ია.
21 ოქტომბრის არჩევნებსა და მის წინასწარი შედეგებზე სპეციალურ პრესკონფერენციაზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ისაუბრა.
ჟვანიას შეფასებით, ხმის დათვლის პროცესმა კანონის შესაბამისად ჩაიარა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხმის დათვლის პროცესს თავისუფლად დაკვირვებოდნენ.
“არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცაკლეული პროცედურული დარვევებისა, რაზეც ცხადია, საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.