"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები"

"პალიტრა L"-ის ახალი უნიკალური პროექტი მკითხველთან შესახვედრად ემზადება

"მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" მკითხველს მიაწვდის სრულფასოვან ინფორმაციას, რათა ის მომზადებული შევიდეს თუნდაც ლუვრში. ვისაც მოგზაურობის შესაძლებლობა არა აქვს, მისთვის აუცილებელია, საოჯახო ბიბლიოთეკაში­ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნი-ალბომი ჰქონდეს და ბავშვებსა თუ ოჯახის სხვა წევრებს მსოფლიო შედევრების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს.

"ლუვრის ისტორია 1200 წლიდან იწყება. თავდაპირველად, მას სამეფო სასახლის დანიშნულება არ ჰქონდა და მხოლოდ ძვირფასეულობისა და არქივების­ შესანახად იყენებდნენ. XIV საუკუნეში შარლ V ბრძნად წოდებულმა ის ბიბლიოთეკად გადააკეთა. მოგვიანებით ნაგებობა­ დაანგრიეს და მის ადგილზე რენესანსის ეპოქის სასახლე ააშენეს. მრავალი წლის შემდეგ მუზეუმად იქცა და 1793 წლის 10 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა. ლუვრის გამდიდრება ყველაზე მეტად ნაპოლეონმა შეძლო - დამარცხებულ ქვეყნებს ხარკად საუკეთესო ხელოვნების ნიმუშებს­ ართმევდა და სამშობლოში მოჰქონდა.­ დღეს ლუვრში დაახლოებით 40 000 ნიმუში­ ინახება. მათ შორის, სახელგანთქმული ჯოკონდა (მონა ლიზა)", - ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა­ "პალიტრა L"-ის ახალი უნიკალური პროექტის, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიიდან, რომელიც მკითხველთან შესახვედრად ემზადება. "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" 12 მსოფლიო მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიას მოგითხრობთ და მეგზურობას გაგიწევთ როგორც მოგზაურობის, ისე შედევრების შესწავლისას.

მხატვარი გუგა კოტეტიშვილი აღნ­იშნავს, რომ პროექტი ხელოვნებათმცოდნეებსაც დაეხმარება საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტების ხელახლა აღმოჩენაში:

- კარგ მუზეუმს შეუძლია პიროვნების მსოფლმხედველობა შეცვალოს და ისეთ საკითხებზე დააფიქროს, რისთვისაც, შესაძლოა, მანამდე ყურადღება არ მიუქცევია­. მსოფლიო მუზეუმებს შორის ლუვრი ლიდერობს - გამორჩეულია არა მხოლ­ოდ­ იქ დაცული მსოფლიო შედევრებით, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისითაც. სხვათა შორის, საფრანგეთში დიდ­ხანს კამათობდნენ ლუვრის შესასვლელში­ თანამედროვე ტიპის შუშის პირამიდის დადგმის გამო. არსებობდა არგუმენტი, რომ თანამედროვე არქიტექტურა ლუვრის ისტორიულ მნიშვნელობას დაამახ­ინჯებდა, თუმცა, პირიქით აღმოჩნდა - შუშის პირამიდა ისტორიული ნაწილის უცვლელ ატრიბუტად იქცა როგორც ფუნქციონალურად, ისე ვიზუალურადაც. მოგეხსენებათ, შუშის პირამიდა ცენტრალური შესასვლელია და სტუმრებს მუზეუმის დათვალიერებას უმარტივებს.

ლუვრში ყოფნისას ხშირად მინახავს, ბაღის ასაკის ბავშვები როგორ მოჰყავთ­ ჯგუფებად და მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვერ აღიქვამენ, რას ათვალიერებენ, მათ მუზეუმში მოქცევის კულტ­ურას ადრეული ასაკიდან უყალიბებენ. კარგი იქნება, თუ საქართველოშიც ვეცდებით ამ კულტურის ჩამოყალიბებას და ჩვენი დამოკიდებულება გაგვიჩნდეს როგორც ისტორიის, ისე ხელოვნების ნიმუშების მიმართ.

- ლიტერატურა თუ გეხმარებათ ამა თუ იმ მუზეუმის დათვალიერებისას?

- რა თქმა უნდა! კარგი წიგნი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კარგ მუზეუმში­ შედევრების დათვალიერება. სანამ ლუვრს პირველად ვეწვეოდი, უამრავი ლიტერატურა წავიკითხე, თუმცა, ქართულად გამოცემულ წიგნებში ინფორმაცია გაფანტულია, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" კი მკითხველს მიაწვდის სრულფასოვან ინფორმაციას, რათა ის მომზადებული შევიდეს თუნდაც ლუვრში. ვისაც მოგზაურობის შესაძლებლობა არა აქვს, მისთვის აუცილებელია, საოჯახო ბიბლიოთეკაში­ მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის წიგნი-ალბომი ჰქონდეს და ბავშვებსა თუ ოჯახის სხვა წევრებს მსოფლიო შედევრების შესახებ ინფორმაცია გაუზიაროს. ხშირად გამიგონია, რომ ინტერნეტი­თაც შეიძლება მუზეუმების­ დათვალიერება. კი ბატონო, თუმცა, წიგნის კითხვა და დათვალიერება სრულიად სხვა რამეა. ასე უშუალოდ ეხები ფოტოსა და ტექსტს და უკეთ აღიქვამ ყველაფერს, ვიდრე მაშინ, როცა ეკრანზე უყურებ.

რუსუდან შელია

წყარო: „კვირის პალიტრა"