ბოლო 4 წლის მანძილზე გარემოს 520.6 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. ამის შესახებ ინფორმაციას, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აქვეყნებს.
მათივე ცნობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დამნაშავეებს სახელმწიფომ 20 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
„გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები ორ ჯგუფად იყოფა: უფრო მძიმე დანაშაული სისხლის სამართლის რიგს განეკუთვნება და ასეთი ფაქტების გამო გარემოს ბოლო 4 წლის მანძილზე 520.6 მილიონი ლარის ზიანი მიადგა. შედარებით მსუბუქი შემთხვევები ადმინისტრაციულ დარღვევათა კატეგორიაში გადის, რომელთა გამო ბუნებისთვის მიყენებული ზიანი ბოლო 4 წლის მანძილზე 7.2 მილიონ ლარს უტოლდება.
სისხლის სამართლის დანაშაულებს სამართალდამცავი უწყებები იძიებენ და შემდეგ სასამართლო განიხილავს, ადმინისტრაციულ დანაშაულებებს კი გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს და დამნაშავეებსაც აჯარიმებენ,“-ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: ifact.ge