საქართველოში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შემოდის

თბილისის აეროპორტიდან ფრენებს დაბალბიუჯეტიანი კომპანია Salam Air-ი დაიწყებს.

როგორც Allnews.ge-ს "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში" განუცხადეს, ავიამიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები Oman Air-თან ივლისში ჰქონდათ, შედეგად, მისი შვილობილი კომპანია ჩვენს ქვეყანაში ოპერირებას დაიწყებს.

"თვითონ ავიაკომპანიას ჯერ ნებართვაზე განაცხადი არ შემოუტანია, თუმცა გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საჰაერო ხაზზე აღნიშნული ავიაკომპანია დანიშნულია", – აღნიშნეს "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში".

როგორც ცნობილია, რეისები თბილისის აეროპორტიდან თბილისი-მასკატი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.

წყარო: allnews.ge