სექტემბერში მწარმოებელთა ფასები 2%-ით გაიზარდა

2017 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით მწარმოებელთა ფასები 2%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „გალტ&თაგარტი“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, თვის ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა დამამუშავებელი მრეწველობის სექციის ფასების 2.2%-იანმა ზრდამ იქონია. წლიურად კი, მწარმოებელთა ფასების ინდექსი 13.4%-ით გაიზარდა.

სექტემბერში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ სექციებში: დამამუშავებელი მრეწველობა (+13.7%), ელექტროენერგია, აირი და წყლის წარმოება (+9.2%) და სამთომოპოვებითი მრეწველობა (+22.4%).