მთელ მსოფლიოში სასკოლო ასაკის 264 მილიონი ბავშვი და მოზარდი სკოლაში არ დადის, - ამის შესახებ იუნესკო-ს შესაბამის მოხსენებაშია ნათქვამი. იუნესკო-ს მოხსენება 2015 წელს არსებულ სიტუაციას ასახავს.
როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, 2010-2015 წლებში დაწყებითი სკოლა მხოლოდ ბავშვთა 83%-მა, საშუალო კი - 69%-მა დაამთავრა.
მოხსენების მიხედვით, ბიჭებისა და გოგონებისთვის თანაბარი შესაძლებლობები დაწყებით სკოლაში მხოლოდ ქვეყნების 66%-შია, საშუალო სკოლაში კი - 45%-ში.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საშუალოდ ქვეყნების მთავრობები განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,7%-ს გამოყოფენ.