სინგაპური მომავალი წლის თებერვლიდან ავტომობილების რაოდენობს “გაყინვას” გეგმავს, რაც ითვალისწინებს მათი რაოდენობის ზრდის შეჩერებას.
კუნძულოვანი მცირე სახელმწიფოს მკაცრი საგზაო რეგულაციები ავტომობილების რაოდენობაზე კონკრეტულ ლიმიტს ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში ავტომობილის ყიდვა ძვირი სიამოვნებაა და მაგალითისთვის, ოთხჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სხვა მდიდარ ქვეყნებში (მაგალითად აშშ-ში), ამ ტიპის შეზღუდვები მათი რაოდენობის ზრდაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს და ქვეყნის ხელისუფლება იძულებულია, სხვა დამატებით ღონისძიებებს მიმართოს.
მთავრობის რეგულაციების მიუხედავად, ამ დროისთვის სინგაპურში მილიონი ავტომობილია აღრიცხული, აქედან 600 ათასი კერძო მფლობელობაშია. ავტომობილების რაოდენობის შემცირების მიზნით ქალაქის ხელისუფლება მსხვილ ინვესტიციებს დებს და სულ უფრო მეტ პოპულარიზაციას უკეთებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ მიმართულებით ბოლო 6 წლის განმავლობაში ქალაქში დამატებით 41 ტრამვაის სადგური გაიხსნა, რამაც ქალაქის სატრანსპორტო ქსელი 30%-ით გაზარდა. ამ დროისთვის ქვეყნის ხელისუფლება 15 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დამატებით 4 მილიარდის ჩადებას საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და კიდევ 4 მილიარდის ავტობუსების შემოყვანისთვის.
კოკა კვირკველია