„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ საერთაშორისო ბრენდი Attirance იყიდა

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ საერთაშორისო ბრენდი Attirance იყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯანდაცვის ჯგუფი ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Attirance პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და ნატურალურ კოსმეტიკას აწარმოებს და 400-ზე მეტი საკუთარი პროდუქცია აქვს.

„Attirance-ის პროდუქცია, ჩვენს ქსელში 2018 წლიდან გამოჩნდება. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს, ჩვენი როგორც ლიდერის პოზიციებს ბაზარზე,“-აცხადებს, ჯანდაცვის ჯგუფის აღამსრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.