ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება. კერძოდ, ივლისის თვეში ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენდა საშუალოდ 48-49 დოლარს/ბარელზე, აგვისტოში - 51-52 დოლარს/ბარელზე, სექტემბერში - 52-56 დოლარს/ბარელზე, ხოლო ოქტომბრში - 56-58 დოლარს ბარელზე.
მიმდინარე პერიოდში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს:
კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესრულების დონე, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა სექტემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - 120 %-ს (აგვისტოში - 116%). აღნიშნული შეთანხმების შესრულება ხელს უწყობს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას.
ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ასევე ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აღნიშნული მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს.
ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით მძაფრი პოლიტიკური განცხადებები მის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
ნავთობის ფასის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ასევე აშშ-ში ბოლო პერიოდში ზედიზედ რამდენიმეჯერ ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტის დაფიქსირება.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრზე.