წელს თბილისში 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი დამონტაჟდება.
როგორც თბილისის მერია იუწყება, წლის ბოლომდე დედაქალაქს 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი შეემატება, ხოლო 7-ს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 2017 წელს დამონტაჟებული შუქნიშნის ახალი ობიექტებია: აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების გადაკვეთა; წერეთლის გამზირისა და გორის ქუჩის გადაკვეთაზე; მარცხენა სანაპირო N29-ის მიმდებარედ; მარშალ გელოვანის გამზირი N6 (სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარედ); მარჯვენა სანაპირო („მშრალი ხიდი“); უნივერსიტეტის ქ. N6; ბელიაშვილის ქუჩა, რესტორან „წისქვილის“ მიმდებარედ; ჩიტაიასა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთა; მარცხენა სანაპირო რესტორან „თავადურის“ მიმდებარედ; მარცხენა სანაპორო-ზაარბრუკენის ხიდის პონდუსის დასაწყისი; რუსთავის გზატკეცილი N40-ის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი N115-ის მიმდებარედ; დიდი დიღმის მე-3 მ/რ, N1 კორპუსის მიმდებარედ და შინდისი-კრწანისი-კოჯრის გზაჯვარედინი.
2017 წლის ბოლომდე დასამონტაჟებელი ახალი შუქნიშნის ობიექტებია: ანაპის 414 დივიზიისა და თბილისის ზღვის ასასვლელის გადაკვეთა; მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების გადაკვეთა; ქეთევან წამებულის გამზირისა და აბუსერიძე ტბელის ქუჩის გადაკვეთა და ქეთევან წამებულის გამზირისა და მეველეს ქუჩის გადაკვეთა.
2017 წელს რეკონსტრუირებული შუქნიშნის ობიეტებია: ჩიტაიასა და მარჯანიშვილის ქუჩების გადაკვეთა და ფიროსმანის მოედანი.
2017 წლის ბოლომდე სარეკონსტრუქციო შუქნიშნის ობიექტებია: ჯავახიშვილისა და გორკის ქუჩების გადაკვეთა; ჩიქობავას მოედანი; წინამძღვრიშვილისა და გოგიბერიძის ქუჩების გადაკვეთა; გულიას ქუჩისა და მარჯვენა სანაპიროს გადაკვეთა; ჩიტაიასა და მამარდაშვილის ქუჩების გადაკვეთა.
მერიის ინფორმაციით, 2014 წელს დაიდგა 6 ახალი და რეკონსტრუქცია გაუკეთდა 34 „სმარტ“ შუქნიშანს. 2016 წელს დამონტაჟდა 18 ახალი შუქნიშნის ობიექტი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 25-ს.
დღესდღეობით თბილისში სულ 254 შუქნიშნის ობიექტია, საიდანაც 174 მართვის ცენტრთან არის მიერთებული, ხოლო 80 მუშაობს ხისტ რეჟიმზე.