პეკინის ქუჩაზე მოძრაობის სატესტო რეჟიმი დასრულებულია.
როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, შედეგად გადაწყდა, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი დარჩება.
”სატესტო რეჟიმი დამთავრებულია. ამის შესაბამისად პეკინის ქუჩა ცოტა ხნის წინ დაიხაზა”, - განაცხადეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მოძრაობის სატესტო რეჟიმში დაკვირვება სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე პერიოდში მიმდინარეობდა.