„ეროვნულმა ვალუტამ ჯაჭვიდან აიწყვიტა“

„პროგნოზები ლარის კურსის შესახებ კვლავ მართლდება. ეროვნული ვალუტა ტურბულენტურ ზონაში შედის“.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „ეფიქს გრუპის“ მთავარი ანალიტიკოსი ნიკა შენგელია წერს.

„20 ოქტომბერს დადებული პროგნოზი, რომ ლარის კურსი სამშაბათამდე 2.4780 - 2.4950 საზღვრებში იმერყევებდა, გამართლდა. დღეს სამშაბათია და ლარმა მერყეობის საზღვრები შეიცვალა. მიუხედევად იმისა, რომ მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე დოლარის გამყარება არ შეინიშნება, პირიქით მისი ინდექსი ვარდება, კერძოდ მოყოლებული 18 ოქტომბრიდან (93,63) დღეს 92,12-იან ნიშნულამდეა დაცემული, ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ ჯაჭვიდან აიწყვიტა. დოლარის გამყერების მორიგ ტალღას ველოდებით რამდენიმე დღეში ლარი სტაბილურად დაიჭერს მერყეობის შუალედს [2,5050-2,5370] არეში. ამ მერყეობას ლარი 5-7 დღე შეინარჩუნებს,“-წერს შენგელია.