„საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით, KTW ჯგუფი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.
როგორც „საქართველოს ბანკი“ იუწყება, „კახური ტრადიციული მეღვინეობის” (KTW) ჯგუფთან ერთად კიდევ ერთი წარმატებულ პროექტს განახორციელებენ. მათი თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. კერძოდ, კახეთის რეგიონში, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც „საქართველოს ბანკის“ მიერაა დაფინანსებული. დაფინანსება ასევე გაცემულია DCFTA პროექტის ფარგლებში.
როგორც ბანკში აცხადებენ, KTW ჯგუფისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, ამ დრომდე ჯგუფმა „საქართველოს ბანკის“ დაფინანსებით ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. მათ შორის არის ღვინის საწარმოები ველისციხეში, ქედასა და ასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი ბრენდის ჯამური იმპორტის 70 პროცენტი სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.
“საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ველისციხეში ცისტერნების მოცულობები რეალურად შთამბეჭდავია და ქარხანა ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე - 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფის მასშტაბით 501 ადამიანია დასაქმებული.
„საქართველოს ბანკსა“ და KTW ჯგუფ შორის თანამშრომლობის ერთ–ერთი პირველი პროექტი ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა იყო. კერძოდ, ქედასა და ჩოხატაურში. ასევე, 2014 წელს „საქართველოს ბანკმა“ დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენას“ ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება. „ნენას“ პროდუქცია ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.