ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, რომელიც ცნობილი ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული ხელმძღვანელი და ურბანული ბრენდ Vetements-ის დამფუძნებელი გახლავთ, ბრიტანულ ყოველწლიურ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე British Fashion Council's 2017 Fashion Awards-ზე რამდენიმე ნომინაციაზეა წარდგენილი.
მათ შორის, წლის უბრანული ბრენდის კატეგორიაში მონაწილეობს მის მიერ 2009 წელს დაარსებული ბრენდი Vetements. ის ასევე ნომინირებულია წლის აქსესუარების დიზაინერის კატეგორიაში ბრენდისთვის Balenciaga. დემნა გვასალიას Vetements-ის კონკურენტები ურბანული ბრენდის ნომინაციაში არიან ისეთი ტრენდული ბრენდები, როგორიცაა FENTY PUMA by Rihanna და Supreme, რაც შეეხება აქსესუარების კატეგორიას, აქ „გუჩის“, „ივ სენ ლორანისა“ და „ლოუის“ დიზაინერები ჰყავს მეტოქეებად. წლის ბიზნეს ლიდერის ნომინაციაში კი დემნა გვასალიას ძმა, გურამ გვასალიაა ნომინირებული ბრენდისთვის Vetements, რომელსაც ის დემნასთან ერთად ფლობს.
ამ პრესტიჟულ დაჯილდოებაზე სხვა ნომინაციებიცაა, მათ შორის დიდ ინტერესს იწვევს წლის მოდელის ნომინაცია, სადაც წელს პირველად მოხვდა ლეგენდარული სინდი კროუფორდის 16 წლის ქალიშვილი, კაია გერბერი, რომელსაც ამ ჯილდოსთვის კონკურენციას უწევენ ჯიჯი და ბელა ჰადიდები.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია 4 დეკემბერს „როიალ ალბერტ ჰოლში“ ლონდონში გაიმართება.
წარმოგიდგნეთ ნომინაციების ნაწილს:
წლის ურბანული მდიდრული ბრენდი
FENTY PUMA by Rihanna
Gosha Rubchinskiy
Off-White
Supreme
Vetements
წლის აქსესუარების დიზაინერი
ალესანდრო მიშელ - Gucci
ენტონი ვაკარელო - Saint Laurent
დემნა გვასალია - Balenciaga
ჯონათან ანდერსონი - Loewe
სტიუარტ ვევერსი - Coach
წლის მოდელი
ადვოა აბოა
ბელა ჰადიდი
ჯიჯი ჰადიდი
კაია გერბერი
ვინი ჰარლოუ
წლის დიზაინერი
ალესანდრო მიშელი - Gucci
ჯონათან ანდერსონი - Loewe
მარია გრაცია ჩიური - Dior
ფოებე ფილო - Céline
რაფ საიმონსი - Calvin Klein
ბიზნეს ლიდერი
ადრიან ჟოფე - Dover Street Market
გურამ გვასალია - Vetements
ჯოზე ნევესი - Farfetch
მარიო ბიზარი - Gucci
რუთიდა ტომ ჩამპმანი - Matchesfashion.com
კოკა კვირკველია