მევენახეობა ტექნიკური თანამედროვე საშუალებებისა და სპეციალურად მევენახეობისთვის შექმნილი ტრაქტორების გარეშე წარმოუდგენელია.
ახალი ვენახის გასაშენებლად და ვაზის ძირების დასანერგად, მცირეკონტურიანი ნაკვეთებისა და სათბურებისთვის, შექმნილია ნერგების ორმოების ამოსაღები ტექნოლოგიური მანქანა, რომელიც აგრეგატირდება სპეციალურ მინიტრაქტორზე. აღნიშნული მანქანა უზრუნველყოფს 1 მეტრამდე სიღრმის ორმოს ამოღებას, ამოღებული მიწის ნაწილის გაფხვიერებასა და ასევე, ნერგებს ჩასანერგად ამზადებს.
ამჟამად შექმნილია ვანახებსა და ბაღებში მცენარეთა დამცავი ზოლის დამამუშავებელი, აქტიური მუშა ორგანოებიანი (ფრეზული) მანქანები, რომლებიც რიგთაშორისების დამამუშავებელი მანქანებისთვის მიუწვდომელ დამცავ ზოლში უზრუნველყოფენ ნიადაგის გაფხვიერებას და სარეველების მოჭრას. ეს მანქანა გამორიცხავს ხეხილისა და ვენახის ძირებთან ახლოს ნიადაგის ხელით დამუშავების საკმაოდ შრომატევად პროცესს, რომელიც ჩვენთან - როგორც წესი, ხელით სრულდება.