ZemeliHouse - ახალი კონცეფციის სასტუმრო თბილისში, რომელიც ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის ტემპი მაღალია.

შესაბამისად, ტურიზმის სექტორში კონკურენციაც გამძაფრდა. ახლა სასტუმროს მფლობელებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტურისტებისთვის განსხვავებული და ყველასგან გამორჩეული სერვისის შეთავაზებაა. აგვისტოში თბილისში კიდევ ერთი სასტუმრო ZemeliHouse გაიხსნა. კონცეფცია, რომელიც მისმა დამფუძნებელმა, გვანცა გულიაშვილმა უცხოელი სტუმრებისთვის შეიმუშავა, ტურისტებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.

bpnრუსთაველზე, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მშობლების სახლი, რომელშიც აღარავინ ცხოვრობდა, მეგობრის რჩევით, გვანცამ სასტუმროდ გადააკეთა. სანამ ZemeliHouse საბოლოო სახეს მიიღებდა, მის დიზაინზე რამდენიმეთვიანი მუშაობა მიმდინარეობდა. სასტუმროს კონცეფციაზე დიზაინერმა ქეთი ნადიბაიძემ იზრუნა.

გვანცა გულიაშვილმა ტურისტებს მინიმალისტური სტილი შესთავაზა. ვინტაჟი, რომანტიზმი და რაც მთავარია სოციალიზმი ირონიზებულ პრიზმაში - ასეთია ZemeliIHouse-ის მთავარი იდეა.

სასტუმროში შესული ტურისტი ერთდროულად საქართველოს თანამედროვეობის და უახლესი წარსულის სტუმარი ხდება. აქ ოთახები ისეა მოწყობილი, რომ ჩამოსულმა - მასპინძელი ქვეყნის შესახებ რაც შეიძლება მეტი დეტალი გაიგოს.

„ტურისტებისთვის საინტერესო აღარ არის მხოლოდ ტექნიკისა და ავეჯის ხარჯზე მიღწეულიbpn კომფორტი. მათ მობეზრდათ ფერად-ფერადი კედლები და ეძებენ რაღაც ახალს, განსხვავებულს

. როცა ქალაქში ჩადახარ და გინდა, მისი ცხოვრების სტილი ბოლომდე შეიგრძნო, გარემოც

შესაბამისი გჭირდება. ძალიან მძაფრი კონკურენციის პირობებში, როცა თბილისის ძველი უბნების დასახლებებში სახლის გაქირავება უკვე ტენდენციაა, ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად  განსხვავებული ხედვა იყო საჭირო და ვფიქრობ, ჩვენმა იდეამ გაამართლა.

სოციალიზმი ამ ქვეყნის არც ისე შორი ისტორიის ნაწილია. ტურისტისთვის, რომელიც ჩამოდის პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საინტერესოა შენი დამოკიდებულება წარსულის მიმართაც. მას სურს გაიგოს. დღეს ქვეყყნის მოქალაქეები იმ პერიოდს როგორ აფასებენ. სწორედ ამოიტომ, ჩვენი ირონიზირებული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ, ჩავდეთ დეტალებში. ვიარეთ ძალიან ბევრი მშრალ ხიდზე. ნავთლუღში. ე.წ „ბარახლოვკაზე,“ შევხვდით უამრავ ადმინს, რომელიც ყიდდა საბჭოთა კავშირის დროინდელ ძველ ნივთს, ჭურჭელს. ეს ყველაფერი ვაგროვეთ სათითაოდ.“-ამბობს გვანცა გულიაშვილი. 

bpnსასტუმროს გაქირავებას ZemeliHouse-ის დამფუძნებელი airbnb-ის საშუალებით ახერხებს. საიტზე ფოტოების განთავსებიდან თვენახევრის თავზე, გვანცას სუპერჰოსტის, ანუ სუპერ მასპინძლის სტატუსი მიენიჭა, რასაც თავისი ბენეფიტები აქვს და ZemeliHouse დღეს ვებგვერდზე განთავსებული სასტუმროების პირველ ათეულშია. სასტუმრო გახსნის დღიდან აქტიურად იჯავშნება და სტუმრების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა

ტურისტების ინტენსიური ნაკადის მიღებას გვანცა გულიაშვილი ახალი წლის დღეებში ელოდება.

ახლო მომავალში ZemeliHouse ტურისტებს ტრანსფერსა და ექსკურსიებსაც შეთავაზებს. სასტუმროს სტუმრები მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველი ტურის არჩევას შეძლებენ. გვანცა გულიაშვილი სასტუმროს გახსნას იგივე კონცეფციით, სხვა ტერიტორიაზეც გეგმავს.

„ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ამიტომ ანალლოგიური სტილის გესთჰაუზის გაკეთებას

bpn

კიდევ ვაპირებ. ჩვენთან სივრცე ისეა მოწყობილი, რომ შემოსული სტუმარი ადვილად ხვდება ჩვენს დამოკიდებულებას. მათთვის ცხადია, რომ სოცრეალიზმი ამ ქვეყნისთვის აბსოლუტურად გააზრებულად დასრულებული წარსულია. სტუმრები ხშირად ინტერესდებიან იმ ნივთებით, რომლებიც ჩვენს სასტუმროში ხვდებათ. მეკითხებიან სად შეუძლიათ მათი შეძენა. ზოგადად, ძალიან მოსწონთ გარემო და ჩვენი ხედვა.“ -ამბობს გვანცა გულიაშვილი.

ცოტა ხნის წინ ZemeliHouse „თიბისი ბანკის „ სტარტაპების მხარდამჭერ პროექტში ჩაერთო. გვანცა სტარტაპ სესხით სარგებლობასაც აპირებს. აღნიშნული თანხა ახალი სასტუმროს გასახსნელად უნდა გამოიყენოს.

მანამდე კი აქტიურად ესწრება „თიბისი ბანკის“ ტრენინგებს და სემინარებს, რომლებიც სტარტაპერებისთვის ტარდება. ფიქრობს, რომ საინფორმაციო მხარდაჭერა, რომელიც ბანკმა სტარტაპერებს შესთავაზა, ფინანსურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.

#სტარტაპერი

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონი

ქრისტინე გამთენაძე